saWmeli sokoebi - tyis qamasoko
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Шампиньоновые |
Род: | Шампиньон |
Вид: | Шампиньон лесной |
Международное научное название: | Agaricus silvaticus |
ტყის ქამასოკო - (ინგ. Agaricus silvaticus) (რუს. Шампиньон лесной)
სინონიმი: უცნობია.
Agaricus silvaticus (orAgaricus sylvaticus), სხვაგვარად ცნობილია, როგორც Scaly Wood Mushroom, Blushing Wood Mushroom, ანდა Pinewood Mushroom, ესაა ჩვეულებრივი საკვებად გამოსადეგი სოკო, რომელიც ხშირად ჯგუფად ამოდის წიწვოვან ტყეებში. გვხვდება ზაფხულის დასაწყისში, სექტემბრის განმავლობაში, ოქტომბერში, ვიდრე ნოემბრამდე: ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ აფრიკაში.
აღწერილობა
ახლადამოსული სოკოს მორუხო-ყავისფერი ქუდი ნახევარსფეროს ფორმისაა. თანდათანობით ქუდი ბრტყელდება და 10 სმ.-ს დიამეტრზე იშლება. რადიალური ფირფიტები ახალგაზრდა აღმონაცენს ნაცრისფერი აქვს და დროთა განმავლობაში შავდება. სპორები შოკოლადისფერია; ყუნწი მოყავისფროა და უმრავლეს შემთხვევაში შემოვლებული აქვს მცირე ზომის საყელო (annulus). კანი თეთრია და მსუბუქი გემო აქვს, გაჭრისას მოწითალო შეფერილბაში გადადის. ახალი აღმონაცენი საკვებად ვარგისი და სასარგებლოა.
სახელწოდება
ამ სახეობის სახელწოდება სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტყიდან.“ ლიტერატურაში ორივე გამოთქმა შეიძლება შეგვხვდეს.თუმცა Species Fungorum-ი უფრო ხშირად იხმარება. სწორედ ამიტომ სწორედ ამ ვერსიას უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
მსგავსი სახეობები
Agaricus Haemorrhoid Triusis-ს ჩვეულებრივ სინონიმადაც თვლიან და ასევე, სხვა ცალეკულ სახეობადაც. სახეობები ერთმანეტისგან განსხვავდებიან კანით, რომელიც გაჭრისთანავე წითლდება. Агарикус phaeolepidotusis-ი განირჩევა ღეროთი, რომელიც გაჭრისას ვარდისფერდება და ყვითლდება კიდეც. სოკოს ქუდის ქვედა ნაწილი უფრო მეტად ყავისფერია, ვიდრე A. silvaticus-ის და მისი სუნი იოდინისა და მელნის არსებობაზე მიუთითებს. Tricoloma ზედხედიდან მისი ანალოგიურია, თუმცა მას საყელო არ გააჩნია და გამოიმუშავებს მოწითალო მოყავისფრო ლამელებს.